რა არის კლინიკური კვლევა?
კლინიკური გამოკვლევა კლინიკური კვლევების ფარგლებში ხორციელდება (აგრეთვე მოიხსენიება კლინიკური ცდების სახელითაც). სამედიცინო მდგომარეობებისა და დაავადებების მართვისა თუ მკურნალობის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დამტკიცებამდე და ადამიანებისათვის გამოსაყენებლად გამოწერამდე, ყველა პოტენციური პრეპარატიკლინიკური კვლევების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი.
კლინიკური კვლევის განმავლობაში, მკვლევრებს, საკვლევი პრეპარატის შესახებ შესაძლოა არაერთი ასპექტის გარკვევა სურდეთ, როგორიცაა:
- მისი უსაფრთხოება.
- ხასიათდება თუ არა მართვადი გვერდითი ეფექტებით.
- შესწევს თუ არა უნარი, რომ ადამიანებს თავი უკეთ აგრძნობინოს და გააუმჯობესოს მათი მდგომარეობა.
- რა დოზა შეიძლება იყოს ყველაზე შესაბამისი.
კლინიკური კვლევების ტიპები
კლინიკური კვლევის პროცესი 4 ნაბიჯისგან, სახელად „ფაზებისგან“ შედგება. თითოეული ფაზის ჩატარების მიზანი სხვადასხვა მიზნით, რაც მკვლევრებს სხვადასხვა კითხვებზე პასუხის პოვნაში ეხმარება. განვითარების თითოეულ ფაზაზე, ჯანდაცვის ორგანოების მიერ ხდება შედეგთა გადამოწმება, რათა დადგინდეს, თუ რამდენადაა შესაძლებელი ამჟამად გაანალიზებული საკვლევი პრეპარატის შემდეგი ფაზისათვის დაწინაურება.
საკვლევი პრეპარატის მიერ 3 ფაზის გავლის შემდეგ, იგი შესაძლოა უკვე მზად იყოს დასამტკიცებლად წარსადგენად. მიუხედავად იმისა, თუკი ჯანდაცვის ორგანოები დაამტკიცებენ მას ფართო საზოგადოებისათვის გამოსაყენებლად, შესაძლოა პრეპარატის მონიტორინგის საჭიროება კვლავ არსებობდეს. დასკვნითი ფაზის (4) განმავლობაში მკვლევარები, შედარებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გააანალიზებენ, თუ რამდენად კარგად მუშაობს პრეპარატი, როდესაც მისი გამოყენება კლინიკური კვლევის მოწყობის მიღმა მიმდინარეობს.
როგორც LIVERAGE™, აგრეთვე LIVERAGE™ Cirrhosis კვლევა მე-3 ფაზაშია.
კიდევ ვინ არიან ჩართული კლინიკურ კვლევებში?
კლინიკური კვლევები ტარდება კლინიკებში, საავადმყოფოებსა, კერძო პრაქტიკის ფარგლებსა თუ ქირურგიულ განყოფილებებში. მათ კვლევითი ცენტრები ეწოდება. კლინიკური კვლევის განმავლობაში, დახმარებას თქვენთვის განკუთვნილი კვლევითი გუნდი გაგიწევთ. აღნიშნული გუნდი, სტანდარტულად, ექიმების, მედდებისა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული. იგი შესაძლოა აგრეთვე მოიცავდეს კვლევის კოორდინატორებსა და სხვა პერსონალს. კვლევის გუნდის თითოეული წევრისთვის მნიშნელოვანია თქვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მჭიდრო მონიტორინგი.
კლინიკურ კვლევაში ჩართვით, თქვენ შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ და სამომავლოდ, დაეხმაროთ სხვა პირებს, რომლებიც ღვიძლის ცხიმოვან დაავადებასთან თანაცხოვრობენ.
ხართ დაინტერესებული?
იპოვეთ თქვენთან ახლომდებარე კვლევითი ცენტრიდაკავშირებული ბმულები
ქვემოთ მოცემული ღილაკის არჩევით თქვენ ადასტურებთ, რომ ტოვებთ LIVERAGE™_LIVERAGE™ Cirrhosis კვლევის ვებსაიტს და გადადიხართ სხვა ვებსაიტზე, რომელზეც არ ვრცელდება LIVERAGE™_LIVERAGE™ Cirrhosis კვლევის ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ვებსაიტზე გადასვლა