რას ნიშნავს MAFLD, NAFLD, MASH და NASH?
მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების (MAFLD) დროს ადამიანის ღვიძლში ძალიან ბევრი ცხიმია დაგროვილი. აღნიშნული, არმკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა პროგრესირდეს და ღვიძლის უფრო სერიოზულ პრობლემად გარდაიმქნას. MAFLD შედარებით ახალი ტერმინია, რომელსაც წინათ არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) სახელით მოიხსენიებდნენ.
ღვიძლში არსებულმა ჭარბმა ცხიმმა შესაძლოა გამოიწვიოს ანთება და ნაწიბურების წარმოქმნა — რასაც მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატიტი (MASH) ეწოდება. MASH-ი არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის (NASH) შესატყვისი ახალი ტერმინია.
ღვიძლის მწვავე დაზიანებამდე პროგრესირების შეჩერება შედარებით ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობის გაზრდითაა შესაძლებელი.
უმოქმედობის შემთხვევაში, მიმდინარე ანთებამ და ნაწიბურებმა შესაძლოა ღვიძლის სერიოზული მდგომარეობა, სახელად ციროზი გამოიწვიოს.
ციროზის მქონე ღვიძლი შესაძლოა იმდენად დანაწიბურდეს, რომ მან ვეღარ შეძლოს სხეულის სასიცოცხლო ფუნქციების განხორციელება.
MASH-ის მქონე პირებს შესაძლოა უფრო მეტად აწუხებდეთ დამატებითი დაკავშირებული მდგომარეობები, როგორიცაა სიმსუქნე და ტიპი 2 დიაბეტი.
როგორ უნდა შევიტყო, მაქვს თუ არა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები?
MASH-ის ადრეული სტადიების მქონე ზოგიერთ პირს არავითარი ცხადი სიმპტომი არ აღენიშნება. მისი დადგენის ერთადერთი საშუალება სამედიცინო ანალიზების ჩაბარებაა. ღვიძლის დაზიანების ადრეული დიაგნოზირება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, შესაძლებელია მისი პროგრესირების შესაჩერებლად რიგი ნაბიჯების გადადგმა. დადებითი ცვლილებების რაც შეიძლება ადრიდან განხორციელება თავიდან აგარიდებთ სხვა მსგავს პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადებები.
ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ცვლილებები
ცხოვრების სტილში ცვლილებების შეტანა ღვიძლის მწვავე დაზიანების (ციროზის) პროგრესირების შემაჩერებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ ჯანდაცვის პროფესიონალებისაგან მიღებული რჩევები შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ. საკმარისი ძილიც აგრეთვე მნიშვნელოვანია.
მკურნალობის მეთოდები
ამ ინფორმაციის წერის მომენტში, ექიმებისათვის MAFLD-სა თუ MASH-ის მკურნალობის კუთხით ძალიან შეზღუდული არჩევანია ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის თქვენი პროვაიდერი უფრო მეტად ორიენტირდება MASH-ის შესაძლო გართულებების გამომწვევი მდგომარეობის მკურნალობაზე, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა.
MASH-ის მკურნალობის ვარიანტები შეზღუდულია. თქვენ შეგწევთ უნარი, მთავარი როლი შეასრულოთ კლინიკურ კვლევაში, რომლის მიზანსაც კონკრეტულად ამ მდგომარეობის მქონე პირთა პოტენციური მკურნალობის განვითარება წარმოადგენს.
დაკავშირებული ბმულები
ქვემოთ მოცემული ღილაკის არჩევით თქვენ ადასტურებთ, რომ ტოვებთ LIVERAGE™_LIVERAGE™ Cirrhosis კვლევის ვებსაიტს და გადადიხართ სხვა ვებსაიტზე, რომელზეც არ ვრცელდება LIVERAGE™_LIVERAGE™ Cirrhosis კვლევის ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ვებსაიტზე გადასვლა
