წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს, თუ როგორ და რა მიზნებისთვის ამუშავებს Boehringer Ingelheim International GmbH (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Boehringer Ingelheim“, „ჩვენ“, „ჩვენი“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვაგროვებთ ამ ვებსაიტის და სოციალური მედიის მეშვეობით.

სარჩევი
1. მონაცემთა დამუშავების მიზნები  
1.1 რეგისტრაცია, კომუნიკაცია (ვებსაიტი და სოციალური მედიის არხები)  
1.2 ქუქიების გამოყენება და დაკავშირებული მონაცემების დამუშავება (ვებსაიტის ოპტიმიზაცია, ანალიზი, რეკლამირება)  
1.3 ფარმაკოზედამხედველობა  
1.4 დამატებითი მიზნები  
2. პერსონალური მონაცემების გადაცემა 
2.1 მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშგების ვალდებულება და უფლებების აღსრულება 
2.2 სერვისის პროვაიდერი (დამმუშავებელი)  
2.3 Boehringer Ingelheim-ის კომპანიები  
2.4 მესამე მხარეებისთვის გადაცემა  
2.5 სხვა ფარმაცევტული კომპანიები  
2.6 სოციალური პლაგინები და მესამე მხარის კონტენტი  
2.7 მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი მიმღებებისთვის 
3. შენახვის პერიოდები 
4. თქვენი უფლებები 
5. საკონტაქტო ინფორმაცია და შეკითხვები 
6. ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში 

 

1. მონაცემთა დამუშავების მიზნები 
1.1 რეგისტრაცია, კომუნიკაცია (ვებსაიტი და სოციალური მედიის არხები) 

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ სერვისები ჩვენს ვებსაიტებზე, მაგალითად მაშინ, როდესაც რეგისტრირდებით, გადიხართ ავტორიზაციას, მონაწილეობთ ტრენინგ-კურსებში და ღონისძიებებში ან გვიგზავნით შეტყობინებებს.

ასევე ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს, როდესაც მონაწილეობას იღებთ ჩვენს სოციალური მედიის არხებზე (Instagram, LinkedIn და ა.შ.) ჩატარებულ კამპანიებში ან გვიგზავნით კითხვებს ან კომენტარებს. 

აღნიშნული დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) 6 (1) b) მუხლი. 

1.2 ქუქიების გამოყენება და დაკავშირებული მონაცემების დამუშავება (ვებსაიტის ოპტიმიზაცია, ანალიზი, რეკლამირება)

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს (მცირე ზომის ტექსტური ფაილები თქვენს ბრაუზერში) და მსგავს ტექნოლოგიებს, როგორიცაა პიქსელური ტეგები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ქუქიები“).

1.2.1 აუცილებელი ქუქიები 

აუცილებელი ქუქიები საჭიროა ვებსაიტის გამართულად მუშაობისათვის, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ძირითად ფუნქციებს, როგორიცაა ვებგვერდებზე ნავიგაცია, ვებსაიტის გარკვეულ დაცულ განყოფილებებზე ან ენის პარამეტრებზე წვდომა. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს GDPR-ის 6 (1) b) მუხლი. ჩვენ ვინახავთ აუცილებელ ქუქიებს მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში

1.2.2 ვებსაიტის ოპტიმიზაცია და ანალიზი 

თქვენი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს და ვაანალიზებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტების გამოყენების სტატისტიკას. ამ გზით ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენად მოგწონთ ჩვენი კონკრეტული სერვისები და ვებსაიტები, რათა საჭიროებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები და გავაუმჯობესოთ ისინი. 

თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ 

1.3 ფარმაკოზედამხედველობა 

როგორც ფარმაკოზედამხედველობის კომპანია, Boehringer Ingelheim ვალდებულია დააფიქსიროს, შეაფასოს და შეისწავლოს არასასურველი ეფექტები ან მედიკამენტთან დაკავშირებული სხვა პრობლემები და მოახდინოს მათი პრევენცია. ამას ასევე უწოდებენ ფარმაკოზედამხედველობის ვალდებულებებს. ფარმაკოზედამხედველობის ვალდებულებების ფარგლებში ჩვენ გვევალება გარკვეული ინფორმაციის დამუშავება, რამაც ჩვენ შეიძლება მოგვცეს პირის, მაგალითად პაციენტის ან/და არასასურველი მოვლენების შესახებ შემატყობინებელი პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიკაციის საშუალება (პერსონალური მონაცემები). 

ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება: 

ინფორმაცია შემატყობინებელი პირის შესახებ: 

  • სრული სახელი და გვარი, ინიციალები და საკონტაქტო რეკვიზიტები (რაც შეიძლება მოიცავდეს თქვენს მისამართს, ელ. ფოსტას და ტელეფონის ნომერს), პროფესია (მაგ., ექიმი, ფარმაცევტი). 

ინფორმაცია პაციენტის შესახებ (რომელსაც ეხება შეტყობინება): 

  • ინიციალები (როგორც არის მიწოდებული), პაციენტის სახელი და გვარი არავითარ შემთხვევაში; სქესი; ასაკი / დაბადების თარიღი / ასაკობრივი ჯგუფი; 
  • Boehringer Ingelheim-ის იმ პროდუქტთან დაკავშირებული დეტალები, რომელზეც ეჭვობენ, რომ რეაქციას გამოიწვევს. ეს დეტალები მოიცავს ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაციას, პარტიის ნომერს; 
  • არასასურველ მოვლენასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები: კონკრეტულად რა მოხდა?; არასასურველი მოვლენის მიმდინარეობა და შედეგი, დაწყებისა და დასრულების თარიღი, პირველად მოიხმარა პირმა?, ინფორმაცია თანმხლები მედიკამენტებისა ან/და დაავადებების შესახებ; მოვლენის სერიოზულობა; პაციენტის ან/და შემატყობინებელი პირის მოსაზრება შესაძლო კაუზალურ კავშირზე Boehringer Ingelheim-ის პროდუქტსა და არასასურველ მოვლენას შორის; 

საკონტაქტო ინფორმაციას ვითხოვთ იმისათვის, რომ შევძლოთ შემატყობინებელ პირთან დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება არასასურველ მოვლენებზე სანდო და სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუ შემატყობინებელ პირს არ სურს Boehringer Ingelheim-ისთვის ან უფლებამოსილი ორგანოებისთვის საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, მას შეუძლია ჩაწეროს სიტყვა „კონფიდენციალურობა“ შემატყობინებელი პირის სახელის ველში.

ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის: (i) მოხსენებული არასასურველი მოვლენის ანალიზი; (ii) შემატყობინებელ პირთან დაკავშირება დამატებითი ინფორმაციისთვის; (iii) არასასურველი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გაერთიანება სხვა არასასურველი მოვლენების შესახებ ინფორმაციასთან, რომელიც მიიღო Boehringer Ingelheim-მა მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი გლობალური ფარმაკოზედამხედველობის მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც მართავს Boehringer Ingelheim International GmbH; და (iv) ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის ჯანდაცვის ორგანოებისთვის მოხსენება მსოფლიოს მასშტაბით. მოწოდებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ ამ მიზნებით იქნება გამოყენებული. ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული რელევანტური პერსონალური მონაცემების, მათ შორის პერსონალური მონაცემების სპეციალური კატეგორიების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს GDPR-ის 9 (2)(i) მუხლი, გერმანიის მონაცემთა დაცვის ფედერალური აქტის 22 (1)(c) ნაწილი და ასევე GDPR-ის 49 (1) e) მუხლი მონაცემთა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გადაცემაზე.

ჩვენ კანონით მოგვეთხოვება ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაარქივება, რაც შეიძლება მოიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ბაზარზე გატანის ნებართვის მოქმედების პერიოდში, პლუს მინიმუმ დამატებით ათი (10) წლის განმავლობაში სავაჭრო ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვიდან ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც Boehringer Ingelheim-ის შესაბამისი პროდუქტი განთავსებულია ბაზარზე. 

1.4 დამატებითი მიზნები 

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დამატებითი მიზნებისთვის: 

  • ჩვენი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილება (GDPR-ის 6 (1) f) მუხლი), რაც მოიცავს შემდეგს:

    (i) კომპანიის ტრანზაქციის განხორციელება (მაგ., კომპანიის რესტრუქტურიზაცია, აქტივების გაყიდვა ან გადაცემა, გაერთიანება);

    (ii) ჩვენი უფლებების, ქონების და ინტერესების დაცვა და აღსრულება;
  • სამართლებრივი ვალდებულებების, სასამართლოს ბრძანებებისა და საჯარო ორგანოების სხვა სავალდებულო გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა (GDPR-ის 6 (1) c) მუხლი). 
  • GDPR-ის 13(2)(e) მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო/სტატუტორული მოთხოვნა.
2. პერსონალური მონაცემების გადაცემა

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ან/და გავუმჟღავნოთ პერსონალური მონაცემები მესამე მხარეებს:

2.1 მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშგების ვალდებულება და უფლებების აღსრულება 

კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულებების შესასრულებლად და ჩვენი ან/და მესამე მხარეების უფლებების დასაცავად, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ და გავუმჟღავნოთ პერსონალური მონაცემები უფლებების მფლობელებს, კონსულტანტებს, სასამართლოებს და კომპეტენტურ ორგანოებს კანონით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად (მაგ., საეჭვო არასასურველი მოვლენის შესახებ შეტყობინების ვალდებულება).

2.2 სერვისის პროვაიდერი (დამმუშავებელი) 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად დაქირავებული გვყავს სერვისის პროვაიდერები. აღნიშნული სერვისის პროვაიდერები დაამუშავებენ მონაცემებს მხოლოდ ჩვენი სახელით, ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

2.3 Boehringer Ingelheim-ის კომპანიები 

როგორც კომპანიების გლობალური ჯგუფის წევრი, ჩვენ ვთანამშრომლობთ Boehringer Ingelheim-ის სხვა კომპანიებთან, რომლებიც გვეხმარებიან მონაცემთა დამუშავებაში (მაგ., ჩვენი ფარმაკოზედამხედველობის ვალდებულებების შესრულების პროცესში გამოვლენილი არასასურველი მოვლენის ანალიზსა და დამუშავებაში). ამ ჯგუფის კომპანიები მოქმედებენ, როგორც ერთობლივი მაკონტროლებლები და ამუშავებენ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გაწერილი მიზნებისთვის, GDPR-ის 26-ე მუხლის შესაბამისად. 

2.4 მესამე მხარეებისთვის გადაცემა 

ჩვენ გადავცემთ მონაცემებს სახელშეკრულებო პარტნიორებს, რომლებიც ამუშავებენ მონაცემებს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში და თავიანთი მიზნებისთვის (მაგ., LinkedIn ან Twitter, თუ განაცხადებთ თანხმობას). აღნიშნული მონაცემები გადაიცემა მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გაწერილი მიზნებისთვის. 

2.5 სხვა ფარმაცევტული კომპანიები 

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ მარკეტინგული და სადისტრიბუციო მიზნით, ან Boehringer Ingelheim-ის კომპანიების ჯგუფის სხვა ლიცენზირებულ პარტნიორებს, როდესაც Boehringer Ingelheim-ის პროდუქტთან დაკავშირებული ფარმაკოზედამხედველობის ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაციის გაცვლა; ეს კომპანიები დაამუშავებენ მონაცემებს მხოლოდ ჩვენი სახელით, ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

2.6 სოციალური პლაგინები და მესამე მხარის კონტენტი 

ჩვენ არ ვიყენებთ რაიმე ინსტრუმენტს, რომლითაც ხდება ინფორმაციის ავტომატურად გადაცემა სოციალური მედიის სერვისების პროვაიდერებისთვის თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტზე სტუმრობისას (სოციალური პლაგინები).

სოციალური მედიის სერვისების პროვაიდერებზე, როგორიცაა YouTube, Meta და ა.შ., გადამისამართება ხდება ექსკლუზიურად ბმულის მეშვეობით, რათა ჩვენს სერვისებზე თქვენს ვიზიტთან დაკავშირებული მონაცემები (მაგ., IP მისამართი, ვიზიტის დრო, URL) ან თქვენს მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი მონაცემები (მაგ., ქუქიების შესახებ ინფორმაცია) შესაბამისი პროვაიდერებისთვის გადაცემულ იქნეს მხოლოდ ბმულის გააზრებულად გახსნის შემდეგ. 

2.7 მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი მიმღებებისთვის

უფლებამოსილ ორგანოებს, სერვისის პროვაიდერებს, ბიზნეს-პარტნიორებს და Boehringer Ingelheim-ის კომპანიებს შეუძლიათ დაამუშაონ პერსონალური მონაცემები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ უზრუნველვყოფთ მონაცემთა დაცვის სათანადო დონეს, რათა შესაბამისობაში ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან (ჩვეულებრივ, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების, და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სათანადო უსაფრთხოების ზომების გამოყენებით). ქვემოთ მოცემული საკონტაქტო რეკვიზიტების გამოყენებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს და მოითხოვოთ იმ ხელშეკრულების ასლი, რომლითაც გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების სათანადო წესით დაცვა. 

3. შენახვის პერიოდები

Boehringer Ingelheim შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ პერიოდით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნისთვის. აღნიშნული მიზანი, როგორც წესი, არის თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისების მოწოდება. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჩვენ ვინახავთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის მონაცემებს (ავტორიზაციის მონაცემები, პროფესია, სახელი და ა.შ.) მანამ, სანამ არ წაშლით მათ. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინახოთ თქვენი მონაცემები უფრო ხანგრძლივი ვადით – კანონით განსაზღვრული შენახვის პერიოდის განმავლობაში. ჩვენ დავაკონკრეტეთ დამუშავების გარკვეული მიზნებისთვის საჭირო შენახვის პერიოდები. 

4. თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ: 

  • მოითხოვოთ ინფორმაცია Boehringer Ingelheim-ის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ; 
  • გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, შესწორება ან მათი დამუშავების მასშტაბის შეზღუდვა; 
  • გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა თქვენთვის ან სხვა პირისთვის სტანდარტულ გამოყენებად ფორმატში; 
  • შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ორგანოში; 
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, თუ ისინი აღარაა საჭირო დამუშავების მიზნებისთვის ან თუ აღარ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მათი შემდგომი დამუშავებისთვის. 
  • ნებისმიერ დროს გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ აღნიშნული დამუშავება მხოლოდ Boehringer Ingelheim-ის კანონიერ ინტერესებშია (GDPR-ის (6 (1) f) მუხლი). ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ დავამუშავებთ ამ პერსონალურ მონაცემებს, თუ Boehringer Ingelheim-ის ინტერესები უფრო პრიორიტეტული არ იქნება. შეგიძლიათ გააპროტესტოთ მონაცემთა გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და ეს არ იმოქმედებს თქვენს ინტერესებზე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განცხადებული თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ; თანხმობის გამოხმობა არ იმოქმედებს გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე. 

5. საკონტაქტო ინფორმაცია და შეკითხვები

წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: 

Boehringer Ingelheim International GmbH
– მონაცემთა დაცვის ოფიცერი –
Binger Strasse 173, D-55216 Ingelheim am Rhein, Germany გერმანია
ელ. ფოსტა: datenschutz@boehringer-ingelheim.com 

თუ კიდევ გექნებათ შეკითხვები ან პრეტენზიები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ ზედამხედველობის ორგანოს. Boehringer Ingelheim-ის პასუხისმგებელი პირი:

Der Landesbeauftragte für den Datenschutz und die Informationsfreiheit Rheinland-Pfalz
Hintere Bleiche 34, 55116 Mainz, Germany გერმანია
ელ. ფოსტა: poststelle@datenschutz.rlp.de

6. ცვლილებების შეტანა წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში 

ჩვენ შეიძლება პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში. კონფიდენციალურობის განაცხადში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდება ამ ვებსაიტზე. ცვლილებები ძალაში შევა ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე. 

ბოლო განახლების თარიღი: 2021 წლის აგვისტო