კვლევის დეტალები

LIVERAGE™ და LIVERAGE™ Cirrhosis კვლევების ფარგლებში ხდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სხვადასხვა სტადიის მქონე პირებში ერთი და იმავე საკვლევი პრეპარატის შეფასება.

როგორც LIVERAGE™, ასევე LIVERAGE™ Cirrhosis საკვლევ პრეპარატს სურვოდუტიდი ეწოდება. სურვოდუტიდი შექმნილია რათა:


  • პაციენტს ხელი შეუწყოს წონის დაკლებასა და ენერგიის მოხმარების ზრდაში.
  • გააუმჯობესოს სისხლში გლუკოზის დონეები.
  • შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი შემცველობა და ღვიძლის სიხისტე.

მისი მუშაობის პრინციპი გულისხმობს არამხოლოდ MASH-ის, არამედ, აგრეთვე ორგანიზმის მეტაბოლიზმზე (პროცესები, რომელთა დროსაც ორგანიზმი გარდაქმნის საკვებს ენერგიად) მოქმედი ჯანმრთელობის სხვა ფონური მდგომარეობის ტარგეტირებას.

ორივე კვლევაში ხდება სურვოდუტიდის პლაცებოსთან შედარება. პლაცებო ჰგავს სურვოდუტიდს, თუმცა მას თერაპიული ღირებულება არ გააჩნია.

თქვენ გექნებათ სურვოდუტიდის მიღების 3-დან 2 შანსი (67%), ხოლო პლაცებოს მიღების 3-დან 1 შანსი (33%). აღნიშნული, შემთხვევითობის პრინციპით (მაგ. ალბათურად) კომპიუტერის მიერ აირჩევა. არც თქვენ და არც კვლევის გუნდს არ გეცოდინებათ, სურვოდუტიდს იღებთ თუ პლაცებოს. კლინიკურ კვლევებში მოცემულ სტრატეგიას ხშირად მიმართავდნენ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კვლევის შედეგების სამართლიანად, რაიმე მიკერძოებული აზრისა თუ მოლოდინების გარეშე დამუშავება.

როგორც სურვოდუტიდი, აგრეთვე პლაცებო ყოველ კვირაში ერთხელ, უბრალოდ კანქვეშ, თვითინექციის ფორმით მიიღება. მოხდება თქვენთვის საკვლევი ინექციების თქვენივე ხელით გაკეთების შესაბამისი დემონსტრირება. აგრეთვე ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი ტრენინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ და გაქვთ თავდაჯერებულობის შესაბამისი დონე აღნიშნულის გასაკეთებლად. თუკი თვითინექცირებას ვერ შეძლებთ, ხელმისაწვდომი იქნება სხვა ალტერნატივებიც.

პრეპარატთა უმრავლესობა (დამტკიცებული და საკვლევი პრეპარატები) ხასიათდება მათ გამოყენებასთან დაკავშირებული რიგი გვერდითი ეფექტებით. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა რომ ისინი ყველას განუვითარდეს. წინა კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მთავარი გვერდითი ეფექტები თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდება. სურვოდუტიდთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მოსალოდნელია რომ იქნება დროებითი, მარტივად დასაკვირვებელი და კვლევის მოწყობის პირობებში მართვადი. თუკი მონაწილეობის მიღებით დაინტერესდებით, კვლევის გუნდის წევრი თქვენთან სიამოვნებით განიხილავს ამ თემას.

ჯანსაღი ცხოვრების სტილის არჩევანის შესათვისებლად მიიღებთ ხანგრძლივ ნუტრიციულ და ფიზიკურ აქტივობებთან დაკავშირებულ რჩევებს.

მოცემულ კვლევებს არ აქვს ფიქსირებული ხანგრძლივობა. LIVERAGE™ კვლევაში მონაწილეობა შესაძლოა დაახლოებით 7 წლამდე გაგრძელდეს. LIVERAGE™ Cirrhosis კვლევაში მონაწილეობა შესაძლოა 4,5 წლამდე გაგრძელდეს.

დაესწრებით კვლევის რეგულარულ ვიზიტებს. ზოგიერთი მათგანი კვლევით ცენტრში წარიმართება, ხოლო მათი ნაწილი დისტანციურადაც, ვიდეოზარის საშუალებით შეიძლება ჩატარდეს. თავდაპირველად, ვიზიტები ყოველ 2 კვირაში ერთხელ, მოგვიანებით ყოველ 4 კვირაში ერთხელ, შემდგომ, მე-6 თვიდან — ყოველ 6 კვირაში ერთხელ ჩატარდება.

კვლევის მანძილზე, მოგეთხოვებათ შევასოთ დღიურები და ჩაიწეროთ საკვლევი ინექციების მიღების თარიღები და დროები და აგრეთვე განახორციელოთ თქვენი ნუტრიციული და ფიზიკური აქტივობის შესახებ დეტალების ჩანიშვნა.

შესაძლოა მოგთხოვონ ღვიძლის ერთი ან მეტი ბიოფსიის ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს კვლევით ცენტრში, პროცედურის განმავლობაში თქვენი ღვიძლის ქსოვილიდან მისი მცირე ოდენობის ამოღებას. პირდაპირ გულმკერდის ქვემოთ ნემსის გავლამდე, ჩაგიტარდებათ ადგილობრივი გაუტკივარება. ნემსი სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ შეძლოს ღვიძლის ქსოვილის მცირე ოდენობის აღება. პროცედურის მიმდინარეობის განმავლობაში, მკვლევარი ექიმი თქვენი ორგანიზმის მიმდინარე გამოსახულებას ეკრანზე დაინახავს. მოცემული გვერდის ქვედა ნაწილში იხილავთ ვიდეოს, რომელშიც ახსნილია თუ რას უნდა მოელოდეთ აღნიშნული პროცედურის განმავლობაში.

რა მოხდება კვლევის ვიზიტების დროს?

კვლევის ვიზიტების განმავლობაში, კვლევის გუნდი დაგისვამთ რიგ შეკითხვებს და ჩაგიტარებთ სამედიცინო ანალიზებს. ისინი ისეა დაგეგმილი, რომ შეძლოს თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შემოწმება და დაადგინოს, თუ როგორია თქვენი საკვლევი მკურნალობის მიმართ რეაგირება. ზოგიერთი ანალიზი ქვემოთაა ჩამოთვლილი. ერთ-ერთ კვლევაში ჩართვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენ გადმოოგეცემათ ყველა საკვლევი ანალიზის შესახებ სრული დეტალები.

თქვენი საერთო ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება

მოხდება თქვენი სიმაღლის, წონის, თეძოსა და წელის გარშემოწერილობის პარამეტრების ჩაწერა

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მრავალი შემოწმებისათვის ხდება სისხლის მცირე ოდენობების აღება და გაანალიზება

გულის ელექტროაქტივობის გასაზომი უმტკივნეულო ანალიზი

არტერიული წნევის და გულისცემის გაზომვა

უპასუხებთ კითხვებს თქვენი მდგომარეობის სიმპტომების შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს MASH თქვენზე და თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და თქვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე

შესაძლოა ჩაგიტარდეთ ღვიძლის ტომოგრაფია

შესაძლოა მოგთხოვონ ღვიძლის ერთი ან მეტი ბიოფსია (მინიმუმ ორი ბიოფსია, მაგრამ არაუმეტეს სამისა LIVERAGE™ კვლევისათვის; ბიოფსია LIVERAGE™ Cirrhosis კვლევისათვის შესაძლოა არ დაგჭირდეთ)

LIVERAGE™ კვლევა

დაახლოებით 1800 მონაწილე (MASH მაგრამ არა ციროზი)

დაახლოებით
7 წელი

ყოველ ორ კვირაში ერთხელ

საკვლევი პრეპარატის მიღების 3-დან 2 შანსი

რჩევა გრძელვადიანი ნუტრიციისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ

LIVERAGE™ Cirrhosis კვლევა

დაახლოებით 1600 მონაწილე (MASH და ციროზი)

4,5 წლამდე

ყოველ ორ კვირაში ერთხელ

საკვლევი პრეპარატის მიღების 3-დან 2 შანსი

რჩევა გრძელვადიანი ნუტრიციისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ