მონაწილეობის მიღება

შემიძლია ჩავერთო კვლევაში?

რათა დადგინდეს, LIVERAGE™-სა თუ LIVERAGE™ Cirrhosis კვლევების თქვენდამი შესაბამისობა, ხელმისაწვდომია რამდენიმე შემოწმება. ორივე მათგანისათვის, სამი ძირითადი კრიტერიუმი ასე გამოიყურება:
  • ხართ 18 წლის ან მეტი ასაკის (და თქვენ ქვეყანაში იურიდიულად სრულწლოვნად მიჩნეული).
  • თქვენ დაგისვეს MASH-ის დიაგნოზი.
  • თქვენი სხეულის მასის ინდექსია (BMI) 27 კგ/მ2 ან მეტი (25 კგ/მ2 ან მეტი აზიური ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირებისათვის).

თქვენი BMI-ის შემოწმებას ჩვენი BMI კალკულატორის გამოყენებით შეძლებთ. უნდა იცოდეთ თქვენი სიმაღლე და წონა.

მოზრდილთა BMI კალკულატორი

სიმაღლე

წონა

თუკი ფიქრობთ, რომ აღნიშნული ნამდვილად შეგესაბამებათ და გსურთ მის შესახებ მეტის შეტყობა, გთხოვთ იპოვოთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე კვლევითი ცენტრი და დაუკავშირდეთ. კვლევით ცენტრში თქვენ დეტალურად განიხილავთ კვლევებს და შეიტყობთ, შეძლებთ თუ არა რომელიმე მათგანში მონაწილეობის მიღებას.

აგრეთვე შეგიძლიათ მეგობართან გაზიარებაც, თუკი კრიტერიუმთა ეს ჩამონათვალი თქვენს რომელიმე ნაცნობს მიესადაგება.

რა არის ინფორმირებული თანხმობა?

ინფორმირებულ თანხმობის ფორმაზე თქვენ დათანხმებამდე და მის თქვენ მიერ ხელმოწერამდე არავითარი ანალიზი ან შეფასება არ წარიმართება. ამ დოკუმენტში მოცემულია კვლევის დეტალური აღწერილობა, მათ შორის პოტენციური რისკები და სარგებელი, ასევე თქვენი უფლებები და პასუხისმგებლობები. ამ ფორმის წაკითხვას და გააზრებას შეგიძლიათ იმდენი დრო დაუთმოთ, რამდენიც დაგჭირდებათ.

შემეფერება მონაწილეობის მიღება?

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა საჭიროებს საფუძვლიან დაფიქრებას. იქამდე, სანამ მონაწილეობას გადაწყვეტთ დარწმუნდით, რომ თითოეული პოტენციური რისკი კარგად გაქვთ გათვითცნობიერებული. არ არსებობს იმის გარანტია, რომ LIVERAGE™ თუ LIVERAGE™ Cirrhosis კვლევაში მონაწილეობით სარგებელს მიიღებთ. თუმცა, ჯანდაცვის ამ სფეროს ექსპერტებისაგან თქვენ მიიღებთ თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ღრმა, გრძელვადიან მონიტორინგს. კვლევის გუნდის წევრები თქვენს თითოეულ შეკითხვას სიამოვნებით უპასუხებენ, რათა ხელი შეგიწყონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

ვალდებული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღო?

მონაწილეობის მიღება მთლიანად თქვენს არჩევანს წარმოადგენს. თუკი კვლევაში მონაწილეობის მიღებას არ აირჩევთ, აღნიშნული თქვენთვის საჭირო რომელიმე სამომაავლო მკურნალობაზე გავლენას არ მოახდენს. თუკი ერთ-ერთ კვლევაში ჩაერთვებით, მის დატოვებას ნებისმიერ დროს, ჯანდაცვის თქვენი სტანდარტული პაკეტის რაიმე ჯარიმის გარეშე შეძლებთ.

მომიწევს საკვლევი მკურნალობისათვის თანხის გადახდა?

საკვლევი მკურნალობა და სამედიცინო მომსახურება თქვენთვის უფასო იქნება. დროისა და მგზავრობის ხარჯები შესაძლოა აგინაზღაურდეთ. კვლევის გუნდს შეუძლია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

მოცემული კვლევების ყველა მონაწილე მიიღებს ნუტრიციისა და ფიზიკური აქტივობების რჩევებს.